17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 20:17:36, 776 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ჩვენს მიერ შერჩეული კლინიკები, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას

„ჩვენს მიერ შერჩეული კლინიკები, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას, გამოჯანმრთელების შანსები კი მაქსიმუმამდეა აყვანილი“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი,ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე.

„ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დავიწყეთ.ეს შეეხებოდა, როგორც ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის შექმნას, ისე კლინიკის შექმნამდე, ბავშვების სრულყოფილ მკურნალობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

აღნიშნული სამი ქვეყანა, ჩვენ გამოცდილებისა და ხარისხის მიხედვით შევარჩიეთ. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო ფინანსური მხარეც.

პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მშობლები. სამინისტროს დონეზე შექმნილია მრჩეველთა საბჭო. აღნიშნული საბჭო, დიაგნოზის განხილვის შემდეგ სთავაზობს მშობელს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში ურჩევნია, რომ ბავშვმა მკურნალობა გააგრძელოს.

რაც შეეხება რთულ შემთხვევებს. ჩვენ საერთაშორისო ბორდიც გვაქვს, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მდგომარეობა და დიაგნოზი განიხილება. მათი განაწილებაც კლინიკებში, სწორედ ამ საერთაშორისო ბორდის რეკომენდაციის მიხედვით მოხდება.

სამივე კლინიკა მზადაა, რომ ბავშვებს სრულყოფილად უმკურნალონ.

ესპანეთში სხვა სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად პროტონოთერაპიაცაა  ხელმისაწვდომი. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოში რამდენიმე წელიწადში ციკლოტრონი გვექნება, რომელიც ადგილზე პროტონოთერაპიის შესაძლებლობას მოგვცემს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მოგახსენებთ, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები დღეს  გაფორმდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics