|
2023-07-30 12:58:56, 790 ნახვა
საზოგადოება
„გამომყევი აჭარაში“ შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგვისტოდან მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებსა და ცნობილ სახეებს საშუალება ეძლევათ ორი თვის განმავლობაში იმოგზაურონ აჭარაში, შექმნან საინტერესო კონტენტი, გაუზიარონ გამომწერებს და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. “გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირება. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს 1 აგვისტოდან დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შტაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები. კამპანიისას მონაწილეებისთვის განაწილებული ადგილები შედგენილია „აჭარის ტურისტული ანბანის“ პროექტის მიხედვით. მასში შესულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი, ცნობილი თუ ნაკლებცნობილი ტურისტული ადგილები, პროდუქტები და ობიექტები. აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზის 100, 000 ლარის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას. კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა: კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის პერიოდში აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე, რილსებსა თუ ვიდეოებზე მიღწეული წვდომების (reach) საერთო ჯამით. უფრო კონკრეტულად, დაჯამდება კონკურსში მონაწილე თითოეული წევრის მიერ აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გამოქვეყნებული კონტენტის საერთო წვდომა, მაქსიმალური წვდომის მქონე ინფლუენსერი კი, რომელიც აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე ჯამში დააგროვებს მინიმუმ 10 მილიონ წვდომას, გაიმარჯვებს კონკურსში და მოიგებს მთავარ პრიზს. გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ ხუთეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. მთავარი პრიზი: 1 ადგილზე გასული ინფლუენსერი მიიღებს 100,000 ლარს. პრიზი პირველი ხუთეულისთვის: გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეული მიიღებს 20,000 – 20,000 ლარს. რეგისტრაციის პერიოდი: მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 1-ელი აგვისტოდან. მონაწილე პროექტში ჩართვას კამპანიის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. კამპანიის განხორციელების პერიოდი: 15 აგვისტო - 15 ოქტომბერი კონკურსის შედეგების მოწოდების პერიოდი: 16 ოქტომბერი 23:00 საათამდე. შემაჯამებელი ღონისძიება: ოქტომბერში გაიმართება პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გამოვლინდება და დაჯილდოვდება გამარჯვებულები.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)