03:06 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 10:40:06, 1041 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სი ძინპინს - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ, ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის,- ამის შესახსბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი ერთგულია.

"ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.

მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ, კვლავ მოგახსენებთ მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას. 

ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი  მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის  მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. 

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს.

მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. 

ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მიეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 26 ივლისს გაემგზავრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics