15:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 10:22:05, 962 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე საკრუიზო გემის საწინააღმდეგო პროტესტზე - რაც ვიხილეთ, უბრალოდ ქაჯობაა

მე ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო. რასაც ვხედავთ, მათ შორის დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას.

კობახიძის მოსაზრებით, ქვეყანას "ქაჯური პოლიტიკის" ნაცვლად, "პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა" სჭირდება.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს. ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო რუსეთი თავის დროზე, იგივე 1990-იან წლებში, 2008 წელს. ჩვენ, არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით",- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.

მანამდე, გემიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. 

"აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. მისი ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. "სამხრეთ ოსეთის" შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი",- თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

საკრუიზო გემის შემოსვლამდე, განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და განმარტა, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის  ბათუმში შემოსვლა კომერციული ხასიათის იყო.

სააგენტო ირწმუნებოდა, რომ გემი, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურებოდა, რეგისტრირებული იყო სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics