|
2023-07-25 15:33:13, 796 ნახვა
საზოგადოება
DIBS ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსს მასპინძლობს
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსის დასკვნით მოდულს მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კურსი ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით იმართება და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის (EaP) ქვეყნებიდან საჯარო უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა, წარმატებები უსურვა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრიორიტეტებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი სამი მოდულისგან შედეგება. პირველი მოდული ონლაინ ფორმატში განხორციელდა, მეორე მოდული ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, მესამე, დასკვნით მოდულზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, უცხოელი ექსპერტები მსმენელებს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და ევროპის კონტინენეტზე არსებული ჰიბრიდულ საფრთხეებზე ინფორმაციასა და გამოცდილებას უზიარებენ. კურსის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტრენინგ აქტივობაში ჩართვისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შესაძლებლობა აქვთ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას გასულ წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა; DIBS გახდა ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო ინსტიტუტი საქართველოში. ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის (EaP) და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით იმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)