|
2023-07-17 13:36:13, 739 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გოთუას ქუჩაზე მოწყობილი პანდუსი საავტომობილო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა დაათვალიერა. მერის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საჭიროება საავტომობილო გადაადგილებისას უსაფრთხოების პრობლემამ წარმოქმნა. „კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ეს არის გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი პანდუსი. თქვენ იცით, რომ „საქართველოს ბანკის“ ოფისთან ჩამომსვლელი გზა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მარჯვენა სანაპიროზე გამსვლელი ავტომანქანებისთვის, ძალიან ხშირად იქმნებოდა ავარიული სიტუაციები. აღნიშნული პროექტი - 150 მეტრი სიგრძის ახალი პანდუსი შესაძლებლობას იძლევა, ავტომანქანები გოთუას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროზე უსაფრთხოდ ჩავიდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში მოეწყო როგორც გზა, ასევე ფერდის დამცავი, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი და LED სანათები. საავტომობილო მოძრაობა აქამდე მოქმედ პანდუსზე გახდა ცალმხრივი და ავტომობილები გადაადგილდებიან სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)