|
2023-07-12 13:34:13, 858 ნახვა
საზოგადოება
მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს
წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში ხორბლის მიღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შედეგად შეიქმნა ყველა წინაპირობა, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავებულიყვნენ და ხორბლის რეალიზებას და დაბინავებას პრობლემა არ შექმნოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შედის და რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. დაახლოებით ოცი ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხორბლის აღება, ფაქტობრივად, დასრულების ფაზაშია. რაიმე სახის შეფერხებებს არ ველოდებით. ტექნიკა სრულად მობილიზებულია და მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. შპს „ჯეომილი“ ხორბალს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ ბეჟაშვილი აცხადებს, დღის განმავლობაში საშუალოდ 250-300 ტონა ქართულ ხორბალს იბარებს. „საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შემდეგ ჩაბარებული გვაქვს დაახლოებით 5500 ტონა ხორბალი; დაახლოებით 2000 ტონა ხორბალი შესანახად გვაქვს მიღებული. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ყოველდღიურად დაახლოებით 250-300 ტონა ხორბალს ვიბარებთ. რა თქმა უნდა, სტანდარტების შესაბამის სასურსათო ხორბალზე გვაქვს საუბარი. ხარისხიან ხორბალს ჩაბარების პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა ბესიკ ბეჟაშვილმა. აღსანიშნავის, რომ მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ კომპანია „ჯეომილში” არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიაც დაათვალიერა. აკრედიტებულ ლაბორატორიაში მარცვლეულის ხარისხის საქართველოში დადგენილ სტანდარტებთან შესაბამება მოწმდება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)