|
2023-07-11 14:24:15, 766 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე - წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოების მედეგობა, ახალგაზრდების ნატოს სტანდარტებით თავდაცვის სამინისტროში გადამზადება - ეს არის რეფორმის არსი
საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პროექტზე მსჯელობისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატების კითხვებსა და შენიშვნებს პასუხები გასცა და „თავდაცვის კოდექსის“ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდელსა და გადავადების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გადავადების მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის შესწავლა მეტი გამჭვირვალობისა და ფართო ჩართულობის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, სადაც გარკვეულ შემთხვევებში საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და მიდგომა ხდება საჭირო: „სპორტსმენი იქნება ეს თუ ხელოვანი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, არის რაღაც, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამ შემთხვევაში გადავადების მექანიზმი უბრალოდ, საკითხის შესწავლა უფრო მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. უწყებრივ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ გამოცდილებას. სწორედ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური საკითხების შესწავლასაც გულისხმობს“. გრიგოლ გიორგაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა „თავდაცვის კოდექსის“ მიზანი, რომელიც როგორც წვევამდელთა, ასევე, პროფესიული სამხედრო სამსახურის გაძლიერებაზე, ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციისა და სამსახურისთვის უკეთესი პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელმა დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე რეფორმის ამოცანაზე საუბრისას, ერთ-ერთ პრიორიტეტად ტოტალური თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, აქტიური რეზერვის გაძლიერება დაასახელა. „ჩვენ ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს მნიშვნელობა და ამ მიმართულებას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)