|
2023-07-07 09:59:30, 737 ნახვა
საზოგადოება
მარკო კაინერი - იშვიათად მინახავს მოკლე დროში გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით ისეთი პროგრესი, როგორიც საქართველომ აჩვენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქ. ბუდაპეშტში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორს მარკო კაინერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო თანდილაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მარკო კაინერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემები; მიმდინარეობს რეფორმები სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების, წყლის რესურსების მართვის და კონტროლის მექანიზმების მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „წყლის რესურსების მართვისა“ და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ორივე კანონი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია და მათი პრაქტიკაში აღსრულება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას უზრუნველყოფს. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორის განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებით ვალდებულებების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. „შთამბეჭდავია ის რეფორმები და ინიციატივები, რაც საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით გაატარა. გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიაში ჩემი 15 წლიანი მუშაობის განმავლობაში, იშვიათად მინახავს მოკლე დროში გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით ისეთი პროგრესი, როგორიც საქართველომ აჩვენა“, - განაცხადა მარკო კაინერმა. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა საქართველოს სამომავლო რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)