|
2023-07-06 22:56:47, 882 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტერიალში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ბუდაპეშტში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მე-7 მინისტერიალში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი, ევროპის რეგიონში, კლიმატის ცვლილების გამო, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმოშობილ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების მოძებნაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში. მინისტრის მოადგილემ, ჯანდაცვის მიმართულებით, გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და მათი მოგვარებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა)-ის როგორც ყველაზე ბაზისური და ეფექტური სტრატეგიის განხორციელება. ასევე, მისი ინტეგრაცია ინფექციის კონტროლის, ერთიანი ჯანმრთელობისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიებში. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყო WASH-ის სტანდარტების დანერგვა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით, დღესაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის პროგრამების სამმართველოს დირექტორი ნინო ბერძული. "მინისტერიალის ფარგლებში, პანელურ დისკუსიებთან ერთად, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა. თამარ გაბუნია გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, კლიმატის ცვლილებების გამო არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები განიხილეს. მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ღონისძიება, უნგრეთის დედაქალაქში, პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის პატრონაჟით, 5-7 ივლისს იმართება. მინისტერიალში ევროპის რეგიონის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)