|
2023-07-03 15:59:44, 1057 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ინფლაციის შემცირება დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან
საქართველოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მისმა დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაცია 3%-ზე ჰქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით კი ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა. „საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და ზოგადად, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, რომლებიც უკავშირდებოდა ერთის მხრივ მის მიერ წარმოებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მეორე - კონკურენციის მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა და შესაბამისად, ეს ფასებზე აისახა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ენერგომატარებლებზე , მათ შორის საწვავზე, სურსათის გარკვეულ ჯგუფებსა და მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულიყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, ეს პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ცხოვრების დონესთან და აქტუალურია მოქალაქეებისთვის - ოჯახის ხარჯების სტრუქტურაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელზეც ფასები შემცირდა: მათ შორისაა ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე ფასების შემცირდა დასვენების მიმართულებაზე. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ფასების მცირეოდენი ზრდა ფიქსირდება ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჯამში საბოლოოდ ინფლაციის დონემ თვის ჭრილში 0.6% შეადგინა. „ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია - ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5%-ია, თუმცა, უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გამოწვევაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ორნიშნა ინფლაციაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა. მაგალითად, მაისის თვეში ის თურქეთში 40%-მდე იყო, რუსეთში საკმაოდ შემცირდა - 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში 11.5%-ია, მოლდოვაში - 16%-ზე მეტი, ესტონეთში - 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ." - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)