02:29 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 15:29:57, 859 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - მივემართებით კასპში, არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში

მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბანდიტოკრატიულმა "რუსულმა ოცნებამ" საქართველო ძალადობის პოლიგონად აქცია.

"რუსული ოცნების" მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთოს უკანონობა.

პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა "რუსულმა ოცნებამ", ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში მისი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

ხაბეიშვილის თქმით, ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქართული  ოცნების“ აქტივისტებმა და გორისა და კასპის საკრებულოს წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ავტომობილი დაუზიანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics