|
2023-06-28 16:15:27, 955 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა
28 ივნისს, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის ტექნიკური სესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას და მის ფარგლებში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლა. 2023 წლის IOTA-ს გენერალური ასამბლეის პროფესიული თემაა - "საერთაშორისო საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო ადმინისტრაციათა ტრანსფორმაცია“. აღნიშნული ღონისძიება, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გახსნეს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური გამოფენა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში, მათ შორის ბიზნეს სექტორის ჩართულობით იმართება, მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას ადგილზე გაეცნონ იმ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროდუქტებს, რომლებსაც თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრაციები იყენებენ. "IOTA უნდა განვიხილოთ, როგორც უნიკალური ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროკავშირის წევრ და არაწევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს და ამავე დროს, აქტიურად არის ჩართული გლობალური საგადასახადო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელებაში. საგადასახადო ადმინისტრაციებს ხშირად უხდებათ მათი ყოველდღიური ოპერაციებისა თუ სისტემების ცვლილება, რათა მოერგონ ახალ რეალობას და საერთაშორისო დღის წესრიგს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკზე დაფუძნებულ და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენგან მოითხოვს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ რესურსს“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისები და მათ შორის უახლესი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, IOTA-ს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან, ალიქს პერინიონთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან და მონაწილეებთან ერთად, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და გამოფენაში მონაწილე მხარეებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია უახლესი საგადასახადო სისტემების შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ IOTA ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 42 ქვეყნის ადმინისტრაციას. გენერალური ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება და მას პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს. ასამბლეის მიზანია - ორგანიზაციის მიერ, საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეფასება, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ევროპის რეგიონის საგადასახადო ადმინისტრაციების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)