|
2023-06-27 17:05:57, 727 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეის ადმინისტრაციულ სესიას მასპინძლობს
27-29 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 27-ე გენერალურ ასამბლეასა და მის ფარგლებში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 27 ივნისს, გენერალური ასამბლეის ადმინისტრაციული სესია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის ადმინისტრაციული სესიის მნიშვნელობას IOTA-ს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. „ლევან კაკავა პრეზიდენტის რანგში მიესალმება, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას და მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. IOTA-ს ადმინისტრაციული სესიის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა IOTA-ს მომდევნო პრეზიდენტს - უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფერენც ვაგუიჰეის, სიმბოლურად, ორგანიზაციის დროშა გადასცა. უნგრეთი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში (2023/2024 წლების ვადით), IOTA-ს პრეზიდენტ ქვეყანად დასახელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „ბატონო ფერენც, გილოცავთ პრეზიდენტობას, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის დროშა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ესტაფეტაა“,- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა. IOTA ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა-ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 42 ქვეყნის ადმინისტრაციას. აღნიშნული სესია წელიწადში ერთხელ იმართება და მას ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის მახლობლად მდებარე ნავთობის მსხვილ საწყობს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)