|
2023-06-22 17:28:15, 834 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 189 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა
ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. კერძოდ, დასრულდა და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, რაც ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების განახლების პროცესში გამგეობის თანადგომას გულისხმობს; ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების პროგრამა, ასევე კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული პროექტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 189 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 23 მისამართზე - 30 771 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა, 6 მისამართზე კი - 10 372 კვ. მ ფართობზე სამუშაო მიმდინარეობს. სკვერების მოწყობა - 4 მისამართზე ხორციელდება, 9 მისამართზე კი პროექტები დაგეგმილია. რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, 2 სტადიონი ეწყობა, 3 მისამართზე კი სამუშაო დაგეგმილია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, მოეწყო და ეწყობა 3 დამცავი კედელი, დაგეგმილია კიდევ 2, 9 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და მოპირკეთდა. „გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა. სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 117 მისამართზე განხორციელდა. საუბარია ლიფტების, მრავალბინიანი სახლების გადახურვის, წყალარინების ქსელების რეაბილიტაციაზე, ასევე კიბეების, კარის, სართულშუა ნაპრალების განახლებაზე და აივნების გამაგრებაზე. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა ეკისრებათ მესაკუთრეებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)