|
2023-06-20 23:33:30, 1148 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს
უეფა-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. ტურნირის მთავარი სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია. ის ჩემპიონატის გამარჯვებულს 8 ივლისს, ბათუმში გადაეცემა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დედაენის ბაღში საგანგებო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. საქართველო რუმინეთთან ერთად უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია, რომელიც მიმდინარე წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა. „ხვალიდან მნიშვნელოვანი სპორტული დღეები იწყება. საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს ფეხბურთში. მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ყველაფერი არის მოწესრიგებული და ამ მნიშვნელოვანი თამაშების დაწყებას ელოდება. ყველაზე მთავარი, ტურნირის სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია და ხვალიდან უკვე თამაშები ოფიციალურად დაიწყება. ამ დღეების განმავლობაში, საქართველოს ეწვევა ძალიან ბევრი გულშემატკივარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც კიდევ ერთი კარგი საშუალება და შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მთელ ევროპას, მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი კარგი ქვეყანა გვაქვს, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩამოსული ადამიანი ისიამოვნებს ჩვენი ულამაზესი ქვეყნით, ხოლო ქართველი გულშემატკივარი - საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა გამარჯვება და წარმატება უსურვა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე ხაზი გაუსვა უეფა-ს გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელმაც განაპირობა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება. დღესვე, 22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემა.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)