|
2023-06-19 10:26:54, 717 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD IV-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან საქართველოში რაიმუნდ იელესთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზაში განსახორციელებელი პროგრამების დეტალები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ENPARD IV-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები ოთხი მხარდამჭერი პაკეტისგან შედგება და სურსათის უვნებლობის, აკვაკულტურისა და თხილის სექტორის განვითარების მიმართულებებს მოიცავს. მხარდამჭერი პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესოპერატორებისთვის არის განსაზღვრული და მასში გათვალისწინებულია, როგორც საგრანტო, ასევე სასწავლო კომპონენტები. „პროგრამები, რომელიც ENPARD IV-ის ფარგლებში განხორციელდება, ჩვენი ფერმერებისთვის იქნება მნიშვნელოვანი დახმარება და სტიმული, რომ მიიღონ მეტი შედეგი და ცოდნა. ჩვენს მეწარმეებს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა საგრანტო პროგრამები, რომელიც საჭიროებებზეა მორგებული, უმნიშვნელოვანესია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც წლებია გვაქვს და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ENPARD IV-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ENPARD-ის წარმომადგენლები ხავიერ სანს ალვარესი, მათიუ რუვიერი და ჯუბა მარუაშვილი ესწრებოდნენ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)