|
2023-06-16 13:10:58, 898 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება. „ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. უწყების ცნობითვე, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. დღეს მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად იქმნება, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია. ახალი კანონპროექტით, იზრდება საჯარიმო სანქციებიც. თამარ გაბუნიას განმარტებით არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ კარგავს პრევენციის ფუნქციას. „ჯარიმის მცირე ოდენობიდან გამომდინარე, კლინიკა მის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე ინვესტიციის განხორციელებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.“-განმარტავს მინისტრის პირველი მოადგილე.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)