|
2023-06-15 16:47:35, 1046 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება
„თეგეტა ჰოლდინგი“, დედაქალაქთან ერთად, რეგიონების კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა. ნაგავმზიდები, ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი - ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა დაბა ბაკურიანს მოემსახურება. გიორგი ბაინდურაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი: „მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის ავტოპარკს ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ბრენდის, ფრანგული Renault Trucks-ის უახლესი მოდელები შეემატა. ჩვენი კომერციული ტექნიკა მაღალი გამავლობისაა, ძნელად მისადგომ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ განვითარებას“. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. გამარჯვებული „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი „თეგეტამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკა მიაწოდა. --- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს - Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG, Renault Trucks და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)