|
2023-06-14 15:10:40, 741 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის მხარდამჭერია
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის (WRO) რეგიონული ფინალი გაიმართა. საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას, როგორიცაა: პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. წლევანდელ ოლიმპიადაში, საქართველოს რვა სხვადასხვა რეგიონიდან, 41 გუნდი, სულ 123 ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში 3 გამარჯვებული გუნდი, სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით, 2023 წლის ნოემბერში, პანამაში გამართულ WRO-ს საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან. მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები. რობოტების ოლიმპიადა, რომლის თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები ახალგაზრდებს ეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, უვითარებს მათ დამოუკიდებელ, შემოქმედებით, გამომგონებლურ, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას. საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია. გენერალური სპონსორები არიან "თიბისი" და საქართველოს უნივერსიტეტი. "თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)