16:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 10:55:41, 741 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აქვს დადებითი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე და არა მხოლოდ იმაზე, რა ნაბიჯებსაც საქართველო დგამს.

"მე იმედი მაქვს, რომ შეფასება იქნება ობიექტური. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ - ევროკომისიის მიერ გაკეთებული შეფასებები, როდესაც ჩვენს კითხვარებზე მივიღეთ დასკვნები. მე იმედი მაქვს, რომ ასევე პოზიტიურად შეფასდება ის ნაბიჯები, რაც უკვე გადადგა საქართველომ და რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ზეპირი შეფასება უკვე პოზიტიურ ელემენტებს შეიტანს და მოამზადებს შემოდგომისთვის იმ ანგარიშში, რომელზეც უკვე მუშაობს ევროკომისია, მაგრამ რომელიც გამოქვეყნდება დეკემბერში.

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ტექნიკური მხარე ამ ყველაფრის, რასაც ევროკომისია მოამზადებს - ანგარიში, შეფასებები, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური კომპონენტი და ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იქნება საქართველოს სასარგებლოდ და გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics