|
2023-05-31 15:20:38, 845 ნახვა
პოლიტიკა
ვგმობთ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კრემლის პოზიციას იმეორებს - 18 სამოქალაქო ორგანიზაცია
ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ავრცელებენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. "პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს. სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: 1. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 2. დემოკრატიის კვლევის ცენტრი; 3. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; 5. მედიის განვითარების ფონდი; 6. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი 7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 8. პრევენცია პროგრესისთვის; 9. რონდელის ფონდი; 10. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; 11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 13. საქართველოს სასამართლოს გუშაგი; 14. სოციალური სამართლიანობის ცენტრი; 15. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; 16. უფლებები საქართველო; 17. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; 18. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)