|
2023-05-28 21:37:37, 1602 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა გაიმარჯვა - თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების წინასწარი დათვლა მიმდინარეობს. ახლა დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი. თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 52,11%, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ 47,89% მიიღო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მიერ გამოქვეყნებული ხმების წინასწარი დათვლის შედეგების მიხედვით. ამასთან, ოპოზიციური ტელეკომპანია Halk-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი გაანგარიშების შედეგების მიხედვით, ერდოღანი იღებს მხარდაჭერის 52,01%-ს, ხოლო კილიჩდაროღლუს - 47,99%-ს. აღსანიშნავია, რომ ხმების 70%-იანი წინასწარი დათვლის შემდეგ ტელეკომპანია Halk TV-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქილიჩდაროღლუ ლიდერობდა. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა დასრულებულია - ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. მოქალაქეებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გააკეთეს. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)