19:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 18:40:01, 1408 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა დასრულებულია - ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. მოქალაქეებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გააკეთეს. 

თურქული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ცნობილი იქნება, ვინ დაიკავებს თურქეთის რესპულიკის პრეზიდენტის პოსტს.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა, არჩევნებში რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა კი, 60 მილიონი იყო.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics