21:06 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 16:52:26, 750 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რიგით მე-12 შეხვედრას დისტანციურ ფორმატში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.   

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics