17:13 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 12:24:50, 1337 ნახვა

ეკონომიკა
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ „აუგუსტის ხილის ქარხანა” დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ქარხნის ინფრასტრუქტურა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს და უნგრული დელეგაციის წევრებს გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლოზინგის კომპონენტით  სარგებლობს;   აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს.

„ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის  ინვესტიციაა განხორციელებული. ქარხანა ხილის ჯემებს და წვენებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელსა და ყატარში.   შექმნილია  ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც აღნიშნულ  საწარმოში დამზადებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics