|
2023-05-23 10:21:24, 1283 ნახვა
ეკონომიკა
აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, თაფლისა და ღვინის ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ უნგრეთთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უნგრელ კოლეგას ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, პარტნიორული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. არსებობს ყველა გარემოება, რომ ბიზნესსექტორს ხელი შევუწყოთ დაამყარონ კავშირები, მოვიზიდოთ ინვესტიციები იმ სექტორებში, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს უნგრული მხარისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. „საქართველოს, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, გაფორმებული მემორანდუმი მტკიცე საფუძველს შეუქმნის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა ისტვან ნაგიმ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებსაც. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და იური ნოზაძე, ასევე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინა. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)