|
2023-05-22 14:11:43, 986 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მოვითხოვთ, მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირების შემოსვლას აკრძალავს
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირების შემოსვლას აკრძალავს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა უმრავლესობამ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად, "თაროზე შემოდო". „ჯერ კიდევ შარშან ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინიციირება მოახდინა კანონპროექტის, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და გაყინეს საპარლამენტო პროცესი. „რუსულმა ოცნებამ“ შემოუშვა სერგეი გავრილოვი თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილები პანდემიის დროს. მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიცირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)