|
2023-05-16 15:04:53, 923 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიები მონაწილეობენ
15-17 მაისს, ლონდონის საგამოფენო ცენტრში Olympia London ტარდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2023, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სტენდის სტუმრებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე მასპინძლობდნენ. "წელს, London Wine Fair 2023-ში მონაწილეობს 29 ქვეყნის 415 კომპანია, რომელთაც სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი აქვთ წარმოდგენილი. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან, ათასობით სტუმარი - ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. გამომდინარე აქედან, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)