22:21 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 13:37:24, 1160 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან“ გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან“ გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ასევე გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგიცაა, რაც დეპოზიტების გაზრდილ ლარიზაციასა და ვალუტაში დაკრედიტების შედარებით უფრო მაღალ ხვედრით წილში გამოიხატება. თავის მხრივ, სენტიმენტები ლარის სეზონური გამყარების მოლოდინებთანაცაა დაკავშირებული. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი გაცვლითი კურსის სეზონურ მერყეობას ელის, ეს მერყეობა დიდი ალბათობით აღარ დაფიქსირდება, რადგანაც მაგალითად „კარგი სეზონის" წინ მოხდება ლარის შესყიდვა და პირიქით. თავისთავად, განწყობები ცვალებადია და ეს გასულ კვირაშიც იყო თვალსაჩინო.

ასევე აღსანიშნავია, რომ სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტები არაა ლარის კურსის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რადგანაც ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის ინტერვენციები, რაც ბოლო პერიოდში დამაბალანსებელ როლს ასრულებს. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მართალია მცირე, მაგრამ კვლავ უფრო მეტ გამყარებას აჩვენებს. ასევე, სადღეისოდ არსებული კურსით, მომდევნო თვეებში დეფლაციაა მოსალოდნელი. ეს ფაქტორები კი, ძლიერი სავალუტო შემოდინებებისაგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური მოლოდინების არგუმენტია.

მთლიანობაში, საბაზო სცენარი ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება, ლარის განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება და, როგორც ჩანს, გაცვლითი კურსის მცირე შესწორებაა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics