|
2023-05-03 13:41:29, 1201 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით კომპანია „ნომა“ მოცვის მეურნეობას აფართოებს
2017 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ „თიბისის“ დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. კომპანიის დამფუძნებელი, როდამ ოქროპირიძე დაარსების ისტორიაზე და წარმატებულ ბიზნესზე გვიყვება: „ადრინდელი ბიზნესიდან - ხილის გადამამუშავებელი საწარმოდან გამომდინარე, მოცვი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი იყო. შესაბამისად, როცა მოცვის ბაღების გაშენებას ვიწყებდით, გვქონდა წინასწარი გათვლები და ვიცოდით, რა რისკებზე მივდიოდით. 2017 წელს, „თიბისის“ იაფი სესხის პროგრამის დახმარებით, ქობულეთში გავაშენეთ და, შესაბამისად, აღვჭურვეთ 11 ჰა მოცვის ბაღი, სადაც 35 000 ძირი მოცვი ჩავრგეთ. მომდევნო წლებში ამას დავუმატეთ კიდევ 4 ჰა - 15 000 ძირი პოლონეთიდან ჩამოტანილი ნერგები. მოცვი, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია, იმდენად სარისკო და პრობლემურიცაა მასთან მუშაობა. თავად სამუშაო პროცესის გარდა, რომელიც ყოველდღიურ დაკვირვებას, მოვლას, დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს, ფერმერებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ - ნაყიდი ნერგების ვარგისიანობა. ეს პრობლემა ჩვენც შეგვექმნა - პოლონეთში ვიყიდეთ კონკრეტული ჯიშის ნერგები, რომლებიც, წლების შემდეგ სხვა, გაურკვეველი ჯიშის აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ძირზე 4-5 კგ. მოსავალს ველოდით, ეს ჯიში კი ნახევარ კილოსაც არ ისხამს. მოგვიწია მათი ამოყრა და გასულ წელს, ისევ „თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანეთ ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი. განაშენიანების პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, შედეგიც ისეთივე გვექნება, როგორიც ჩვენი მონდომებაა. პირველ წელს 11 ჰა ბაღიდან 10 ტონა მოსავალი ავიღეთ, მეორე წელს - 18 ტონა, შემდეგ - 25 და 30 ტონა. წელს 40 ტონაზე მეტს ველოდებით. ეს ყველაფერი - 35 000 ძირზე. ახალი, 4 ჰა-ზე გაშენებული 15 000 ძირიც რომ დაემატება, ჩვენი გათვლებით, ჯამში 170 ტონიანი ბაღი უნდა გამოვიდეს. ამჟამად მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი - 100-ამდე ადამიანი ემატება. ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ, თუმცა, მცირე რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით. სამომავლოდ, „თიბისის“ მხარდაჭერით, ბაღის განახლებას, სათბურების მოწყობას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.“
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)