19:57 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:39:13, 1231 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - „Starring Georgia" იქნება დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით

ქვეყანა ტურისტულად - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია, რომ „ბლექ სი არენა"-ს პოტენციალი სრულად ავითვისოთ - მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები მოვიწვიოთ, მათ შორის ვარსკვლავები, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში მასშტაბური კამპანიის - „Starring Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილი უცხოელი შემსრულებლების ჩამოსვლაზე საუბრისას.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა - ის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ პროექტს ასახელებს. მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილის არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.

„ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ. „Starring Georgia"-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება", - აღნიშნა მინისტრმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics