22:09 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 10:55:18, 886 ნახვა

საზოგადოება
DRI - გალსა და სოხუმში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ

2023 წლის აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, - აღნიშნულ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.

DRI-ს ცნობით, გალის რეგიონში იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის" საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, კვლავ გამოწვევად რჩება.

"2023 წლის დასაწყისიდან, გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5-წლიანი მოქმედების ვადა ამოეწურა. საჭირო დოკუმენტები გალის მოსახლეობის ნაწილმა 2022 წლის ბოლოს ჩააბარა. გადაადგილების დოკუმენტის სანაცვლოდ, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური ითხოვს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურებას. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტებისთვის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის.

მოსახლეობის ეს ნაწილი 2023 წლის 1-ელ მარტს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და შეატყობინეს, რომ გადაადგილების დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადამოწმდება, ხომ არ ეწევიან თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობას. გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, გადაადგილების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს და შედეგად იწვევს გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვას", - ნათქვამია  DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics