2023-03-29 10:40:03, 519 ნახვა
მსოფლიო
ევროსტატი - ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა
![]() ევროსტატის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა. ევროსტატის მონაცემებით, დეკემბერში, ბლოკის ნედლი ნავთობის იმპორტის 18% ამერიკიდან მოდიოდა, მაშინ, როდესაც წინა წლის ამავე პერიოდში აშშ-ს წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. ამასთან, რუსეთიდან იმპორტი, რომელიც ბოლო დრომდე ევროკავშირის ნედლი ნავთობის მთავარ მიმწოდებლად ითვლებოდა, ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა. მათივე ცნობით, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, გასული წლის თებერვალში, გამოიწვია ევროპის ენერგომომარაგების არეულობა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ენერგიის იმპორტი შეამცირეს და ბლოკმა ქვეყნის ნავთობისა და ქვანახშირის ექსპორტზე სანქციები დააწესა. გარდა ამისა, დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა და დააწესა ფასის ზღვარი, რის მიხედვითაც, მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ტვირთი $60-იანი ზედა ზღვრის შესაბამის ფასად არის ნაყიდი. ევროსტატის ცნობითვე, ომის დაწყების შემდეგ, ნავთობთან ერთად, ევროპის ქვეყნებში გაზის იმპორტმაც იკლო, რის საპასუხოდაც მოსკოვმა სანქციების დამწესებელ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. გასულ წელს "გაზპრომმა" "ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის" მილსადენით გაზის მიწოდება პირველად შეამცირა, რომელიც, 2021 წელს ევროპის მთლიანი იმპორტის 35%-ს შეადგენდა, ხოლო სექტემბერში მილსადენი ტექნიკური საკითხების მოტივით დახურა, რის შემდეგაც ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის წილი მკვეთრად შემცირდა და 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 31%-დან წლის ბოლოს 19%-მდე დაეცა. რუსული ნავთობის იმპორტი ბლოკში არასტაბილური იყო გასული წლის თებერვლიდან აპრილამდე, მაგრამ 2022 წლის სექტემბრიდან თანდათან შემცირდა და დეკემბერში მთლიანი იმპორტის მხოლოდ 4%-ი შეადგინა, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის ნედლი ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები იყვნენ შეერთებული შტატები, ნორვეგია და ყაზახეთი. ამასთან, როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, მოსკოვმა წარმატებით შეცვალა დასავლეთის სანქციების გამო დაკარგული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის „მთელი მოცულობა“. გარდა ამისა, როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს, სამინისტრო მოელის, რომ რუსული ნავთობისა და გაზის მოპოვება წელს შემცირდება და გაზის მოპოვება ევროპელი მყიდველების ნაკლებობით დაზარალდება.
|
ომი უკრაინაში![]() რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონზე 10 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს
![]() რუსეთის ჯარებმა ერთ დღეში დაბომბეს 27 დასახლება ზაპოროჟიეს რეგიონში: არის მსხვერპლი
![]() ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა და რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|