|
2023-03-02 09:34:47, 832 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - კარტელური გარიგების მაგალითია, როდესაც ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასები მთელ ბაზარზე იზრდება და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება
კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. „კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები - სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე მკვეთრად შემცირდა", - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, სამინისტრო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მუშაობს. „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად ჩაერთო, შეისწავლის ამ საკითხს და სამართლებრივ დასკვნას ის გამოიტანს. თუმცა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, პარალელურად უკვე დავიწყეთ მუშაობა. წინა კვირაში, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მაშინვე დავიწყეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ორშაბათს განიხილა და დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ცვლილება რომელიც ეხებოდა განსაკუთრებული, სახელმწიფო მნიშვნელობის მედიკამენტებს - ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტები, ასევე ის მედიკამენტები რომლებიც ერთი წლის წინ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაიაფეთ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით. ამ მედიკამენტებზე, სრული დელეგირება აქვს უწყებათაშორის საბჭოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)