|
2023-03-01 12:21:24, 1085 ნახვა
საზოგადოება
რატომ არის საჭირო ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება ორსულობის დროს?
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, რაც აუცილებლად ყურადღების მიქცევასა და შესაბამისი ზომების მიღებას საჭიროებს. არსებობს ისეთი ორთოპედიული პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას სხვადასხვა გართულების პრევენციას უწყობს ხელს, მაგალითად, ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება, რის გამოც ქალების უდიდეს ნაწილს წელის ტკივილი აწუხებს. ამ დროს კი რეკომენდებულია საორსულე ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ორსულებს ასევე ხშირად აწუხებთ გულ-ძმარვა, რომელსაც ზოგიერთი ჰორმონი და ფიზიკური ცვლილებები იწვევს. ასეთ დროს ეფექტურია რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშის გამოყენება, რომლის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს და კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას უშლის ხელს. ზოგადად, ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ჯდომის, ძილისა თუ მგზავრობის პროცესში ორსულებისთვის საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა. ხოლო თუ ქალს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ორსულობის პერიოდში ეს დაავადება მწვავდება. სწორედ ამიტომ, ვენების ვარიკოზული დაავადების არსებობის შემთხვევაში ეფექტურია საორსულე კოლგოტის ტარება. საორსულე კოლგოტები ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნისა და გართულების რისკებს. კომპრესიული კოლგოტების დახმარებით სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად მიყვება და საჭირო მოჭერილობა აქვს. გარდა ამისა, საორსულე კოლგოტი აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში. ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი საქართველოში კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი “ახალ ხედვაში”.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)