06:24 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 11:52:16, 1123 ნახვა

სამხედრო
გრიგოლ გიორგაძე - წვევამდელები ნატო-ს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა.

გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ.

„ეს სისტემა იყო შესაცვლელი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს, რომ წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. დღეს დადგენილი 12-თვიანი ვადა მცირდება, გვექნება სხვადასხვა, ახალგაზრდებისთვის უფრო მორგებული ოპციები, რაც გულისხმობს მათი შეხედულებისამებრ, 6, 8, 11- თვიან სამსახურს. 6-თვიანი სამსახური საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას მოიცავს; 8-თვიანი სამსახური როგორც დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს გულისხმობს; 11-თვიანი სამსახური ახალგაზრდების უმცროსი სამეთაურო პოზიციებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები სამხედრო სამსახურს თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის თვალსაზრით უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს უზრუნველყოფს.

გრიგოლ გიორგაძემ ყოველწლიურად გასაწვევ პირთა საჭირო რაოდენობასა და იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რაც რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს:

„ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ახდენს კონკრეტული ციფრის გამოყვანას. პირობითად ვამბობთ, რომ ყოველ წელიწადს 5000-7000 ახალგაზრდის გაწვრთნას შევძლებთ. ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთანაც; გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ რეალობიდან გამოდის“.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი