|
2023-02-27 16:34:20, 941 ნახვა
საზოგადოება
60-ზე მეტი მედიაორგანიზაცია - რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე უარს ვაცხადებთ
რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე, - ამის შესახებ ნათქვამია 60-ზე მეტი მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე ვეღარ ასახონ. "ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს. ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ:
შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)