15:25 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:44:21, 755 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მემორიალური კედელი გახსნეს. კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციაც წარმოადგინეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებულ აქტივობებში ინტენსიურად მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებიც აქტიურად არიან ჩართულები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics