|
2023-02-25 12:37:39, 684 ნახვა
საზოგადოება
1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა. „ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სკოლის იუნკერები და მოხალისეები შეეწირნენ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)