|
2023-02-19 12:45:56, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვამზადებთ, დამოკიდებულია დონეცკში მიმდინარე ბრძოლაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უახლოესი გეგმების დიდი ნაწილი დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებზეა დამოკიდებული. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - მარცხი. „ბევრს საუბრობდნენ ჩვენს გამარჯვებაზე. მსოფლიო ლიდერებმა ჩვენს მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი მესიჯები გამოაგზავნეს. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - მარცხი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დამარცხების დასაჩქარებლად. ტრადიციულად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახლა ბრძოლის ველზე სახელმწიფოს იცავს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თითოეული მათგანი, ვინც დონეცკის რეგიონს იცავს. იქ გრძელდება ყველაზე სასტიკი და პრინციპული საომარი მოქმედებები. დაპირისპირება, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რისთვისაც უახლოეს მომავალში ვემზადებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)