|
2023-01-30 12:57:00, 757 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე - ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ
ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე - ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა უნდა შეცვალოს ბრძოლის ტაქტიკა და ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დატოვოს პარლამენტის მანდატი. "ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე - ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ. ნუ, მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს. მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა ნაცების სიმბოლო, მორჩა. ერთი მინდა, ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟი ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა თავის პარტიას აჩვენოს,მუშაობა როგორ უნდა",- განაცხადა ზარქუამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52,58% აიღო. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)