|
2023-01-24 20:27:27, 1887 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს, რათა გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ტრანსფერი უნდა იყოს ბერლინთან დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რათა გერმანიამაც გაუგზავნოს Leopard-ის ტიპის ტანკები და ევროკავშირიკს სხვა ქვეყნებსაც მისცეს ამის უფლება. წყაროების თანახმად, უკრაინაში ტანკების გადატანა იყო აშშ-გერმანიის ინტენსიური მოლაპარაკებების საგანი და ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ეს მოაგვარებდა დასავლეთის უთანხმოებებს ტანკებთან დაკავშირებით, რომელთა გადაცემა, ზოგიერთი ქვეყნის აზრით, სავსეა საომარი მოქმედებების ესკალაციით. მეორე მხრივ, პენტაგონმა საჯაროდ გამორიცხა უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდება, რადგან ეს ტანკები საჭიროებს მნიშვნელოვან მომზადებას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. Abrams-ის ტანკები შეერთებული შტატების მთავარი საბრძოლო ტანკია, რომლის მასობრივი წარმოება 1980 წლიდან დაიწყო. ის ემსახურება აშშ-ს არმიასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსს, ასევე ეგვიპტის, ავსტრალიის, მაროკოსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს. ის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტანკია, მისი საბრძოლო წონა 62 ტონას აღემატებოდა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)