|
2023-01-24 16:34:25, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ქვეყნებს, რომლებსაც Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ, უკრაინაში გასაგზავნად უნდა მოამზადონ
პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის გადაიხადოს მაღალი ფასი ამ უსამართლო ომისთვის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ, უნდა მოამზადონ უკრაინაში გასაგზავნად. "პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის გადაიხადოს მაღალი ფასი ამ უსამართლო ომისთვის. მას მობილიზებული ჰყავს 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი და იძენს ახალ იარაღს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს მინიშნება იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები. მას სურს უკრაინის კონტროლი და გეგმავს ახალ შეტევებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ უფრო მძიმე და განვითარებული სისტემები, რათა უკრაინის ძალებმა მოახერხონ და მოიგერიონ რუსული ძალები. არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და ტერიტორიის უკან დაბრუნებისთვის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში. მეგობარ ქვეყნებს, რომლებსაც Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ, შეუძლიათ დააზუსტონ იმ ტექნიკის რაოდენობა, რომლებიც თავისუფალია უკრაინელებისთვის გადასაცემად. მათ უნდა მოამზადონ ეს აღჭურვილობა გასაგზავნად და დაიწყონ უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება",- განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა. "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს. აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)