|
2023-01-22 12:36:37, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთმა თითქმის იმდენი ჯარისკაცი დაკარგა უკვე უკრაინაში, რამდენიც აშშ-მ 8 წლის განმავლობაში ვიეტნამში
უკრაინაში, ომის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, რუსეთმა თითქმის იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რვა წლის განმავლობაში, ვიეტნამში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ISW-ს ანალიტიკოსებმა The Sun-ის ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალეს, 20 იანვრის მდგომარეობით, რუსი სამხედროების ჯამური დანაკარგი უკრაინაში 188 000 ადამიანს შეადგენს, რაც ექსპერტების შეფასებით, წელიწადზე ნაკლებ დროში 47 000 რუსის შესაძლო ლიკვიდაციას ნიშნავს. „ომში დაჭრილთა და დაღუპულთა ისტორიული თანაფარდობა არის 3:1, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ამჟამად ახლოსაა ვიეტნამის ომში აშშ-ის დაღუპულთა საერთო რაოდენობასთან“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში. ანალიტიკოსები ანგარიშში უთითებენ აშშ-ს ეროვნული არქივის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, რვა წლის განმავლობაში, ვიეტნამის ომში დაღუპულთა რიცხვმა, დაახლოებით 58 000-ს მიაღწია. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, ცხრაწლიანი ომის განმავლობაში, 15 000 ადამიანი დაკარგა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა 2022 წლის მაისში, სულ რაღაც სამთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ავღანეთში ცხაწლიან ომში დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)