15:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 22:51:44, 1747 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბევრი ქვეყანა მზადაა გადასცეს უკრაინას ტანკები, მაგრამ ერთი ქვეყნის თანხმობას ელოდებიან

ბევრი ევროპული ქვეყანა მზად არის გადასცეს ტანკები უკრაინას, მაგრამ ელოდება იმ ქვეყნის ნებართვას, რომელმაც ისინი აწარმოვა და გაყიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა მზადაა უკრაინაში ტანკების გასაგზავნად, მაგრამ ისინი ელოდებიან თანხმობას იმ ქვეყნისგან, რომლისგანაც შეიძინეს და რომელსაც უფლება აქვს გარკვეულ ლიცენზიებზე.

„ბევრი ქვეყანა მზადაა ტანკების გასაგზავნად, მაგრამ ისინი დოკუმენტებს ელოდებიან იმ ქვეყნიდან, რომელსაც გააჩნია საავტორო უფლება "ლეოპარდის" ტანკებზე. პოლონეთი, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები მზად არიან, რომ უკრაინას თუნდაც მცირე რაოდენობის ტანკები გაუგზავნონ. ჩვენ ყველანი ველოდებით იმ ქვეყნის თანხმობას, რომელსაც აქვს უფლება გარკვეულ ლიცენზიებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვინაიდან "ლეოპარდის" ტანკები დამზადებულია გერმანული თავდაცვის კონცერნის მიერ, მათი გადატანა ნატოს არაწევრ ქვეყნებში გერმანიის თანხმობას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics