|
2023-01-19 04:18:56, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენმა უკრაინის შს მინისტრის და ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უსამძიმრებენ უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. „ჩვენ გლოვობთ ყველასთან ერთად, ვინც გლოვობს ამ გულისამაჩუყებელ ტრაგედიას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონასტირსკი და მისი გუნდი აქტიურად იყვნენ ჩართულნი უკრაინაში დემოკრატიის შენარჩუნებაში - როგორც რუსეთის აგრესიისგან მის დაცვაში, ასევე უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში. ამ ომშიც და მომავალშიც. „რეფორმატორი და პატრიოტი, ბატონი მონასტირსკი მხარს უჭერდა უკრაინელი ხალხის ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მემკვიდრეობის პატივისცემას უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევით და უკრაინელ ხალხთან პარტნიორობით, რათა თავისუფლების ალი ანთებული შევინარჩუნოთ. დღეს ვლოცულობთ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა“, - განაცხადა მან. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ბროვარში, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს. დაღუპულებს შორის არიან:
მათივე ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც. „უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ენით აუწერელ ტკივილს განიცდის ამ ადამიანების დაკარგვის გამო. ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ყველა ნათესავსა და მეგობარს,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)