13:06 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 21:15:15, 1899 ნახვა

სამართალი
დეგნანი - სასამართლო პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს

დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

მან დასძინა, რომ სახალხო დამცველთან ერთად, ბევრმა პირმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე ეს უნდა დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით და პროცესი უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად.

დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის, სახალხო დამცველმა რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი" ამბობს კელი დეგნანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics