|
2022-12-18 13:06:07, 1788 ნახვა
საზოგადოება
ლიტერატურა ლაშქრობაში - „დაუბრუნე წიგნი მთას“
რა ფასი აქვს მოგზაურობას, თუ კონკრეტული ადგილის მონახულებისას იქაურების ცხოვრებას უფრო ახლოს არ გაიცნობ?! პასუხი ყველაზე კარგად ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ დამფუძნებლებმა იციან. ლაშქრობის მოყვარულ მეგობართა ჯგუფს იდეა სწორედ მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრ სოფელს წიგნის მაღაზია არ აქვს, განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან რეგიონებშია. ასე გადაწყდა, მოზარდები ლიტერატურით მოემარაგებინათ. მარიამ წერეთელი, ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი: „ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როდესაც ლაშქრობაში წაღებული წიგნები ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და საპასუხოდ უზომო მადლიერება მივიღეთ. მას შემდეგ მიზნად დავისახეთ, ბავშვებისათვის წიგნები შეგვეგროვებინა და მათთვის საყვარელი ლიტერატურული გმირების გაცნობა ტრადიციად გვექცია. ასევე გვინდა, მცირე კონტინგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკების თაროებიც შევავსოთ. მოვიარეთ ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, ალვანის სოფლები და პანკისის ხეობა. გვჯერა, რომ ასე სახელდახელოდ დაწყებული საქმე და შარაგზაზე ნაჩუქარი წიგნები სამყაროს დიდი სიკეთით დაუბრუნდება“. მათთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებთან ერთად, მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე ზურგჩანთებით მაღალმთიანი სოფლების დასალაშქრად დარაზმული სამეგობრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა და თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. მოხალისეობას მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიეცა. დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, წიგნებსაც კონკრეტული ინტერესების შესაბამისად აგროვებენ და კამპანიის „დაუბრუნე წიგნი მთას“ ფარგლებში სხვადასხვა გამოცემა რეგიონებში ჩააქვთ.
ასე დაიგეგმა მოგზაურობა რაჭაში, სადაც „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. რამდენიმე სოფელი ერთად დალაშქრეს და 70-ამდე წიგნი სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცეს. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „განათლების ხელშეწყობა თეგეტასათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც არაერთ კარგ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ. მათ შორის არის „მთიელი წიგნები“. მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურეთ. პირველ ეტაპზე რაჭის რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ. ბავშვებს, მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო წიგნებიც გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე“.
ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის გარდა, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care განათავსა. ახლა დონაცია ნებისმიერი მსურველისათვის კიდევ უფრო მარტივია. „მთიელ წიგნებს“ მალე ერთი წელი შეუსრულდება. ამ მოკლე დროში ორგანიზაციამ, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნებით უკვე 43 სოფლის ბიბლიოთეკა შეავსო და საოცნებო ლიტერატურით 1000-ზე მეტი ბავშვი დაასაჩუქრა. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა: ზემო აჭარა, გურია და სვანეთის მაღალმთიანი სოფლები.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)