|
2022-12-15 13:50:07, 1022 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N191-თან არსებული შესახვევის ბოლო მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 90 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო და ბეტონის გზა დაიგო. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. გასულ წელს ამ შესახვევის დასაწყისი მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, ახლა კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 297 480 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)